თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ კირ სტარმერი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თეთრ სახლში გამართული აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, კირ სტარმერის „მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დაფუძნებული მდგარი მშვიდობისკენ მიმავალი გზა იპოვოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კვირას დაგეგმილ საერთაშორისო ლიდერთა სამიტზე ელოდებიან, რომელსაც კირ სტარმერი მასპინძლობს.