თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებენ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებენ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ არ აპირებენ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ გააკეთა. მისი თქმით, ამ ნაბიჯმა შესაძლოა, აშშ-სა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს.

„კიდევ ერთხელ გეტყვით, მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადადგმისთვის მზად არ იყო და ჩვენ არ ვიყავით დაინტერესებული ამ საკითხით, მდგომარეობს იმაში, რომ არასაფრენი ზონა მოითხოვს მის ამოქმედებას. კერძოდ კი, ნიშნავს, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული გამანადგურებლები და გამოიწვიონ პოტენციური ომი რუსეთთან. ეს კი არის ზუსტად ის ნაბიჯი, რომლის თავიდან არიდება გვსურს“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ მედიასთან საუბრისას.

მანამდე, ანალოგიური განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც. მისი თქმით, უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებამ შესაძლოა, ვითარება დაძაბოს და მსოფლიო მესამე საერთაშორისო ომის წინაშე დააყენოს. შარლ მიშელის თქმით, ევროპა დიპლომატიის გზას ირჩევს.