თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი შეძრწუნებულია ვერმონტის შტატში პალესტინური წარმოშობის სამი სტუდენტის დაჭრის გამო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეძრწუნებულია ვერმონტის შტატში პალესტინური წარმოშობის სამი სტუდენტის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის გამო. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„ამერიკაში ძალადობის ან სიძულვილის ადგილი აბსოლუტურად არ არის“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.
დაკავებული 48 წლის ჯეისონ ითონია. ბარლინგტონის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ის შემთხვევის ადგილთან დააკავეს.