თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, 79 წლის ბაიდენის რეიტინგი ბოლო თვეებში შემცირდა, რის გამოც ზოგიერთი დემოკრატი ვარაუდობს, რომ მან შესაძლოა, მორიგი ოთხწლიანი ვადით აღარ იყაროს კენჭი. ამასთან, დემოკრატული პარტიის წევრები შეშფოთებულები არიან, მიმდინარე თვის დასაწყისში ვირჯინიის შტატში არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებისა და ნიუ ჯერსიში დემოკრატების მცირე უპირატესობის გამო.