თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გაგრძელებისთვის ამ ეტაპზე კონგრესის თანხმობა საჭირო არ არის
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გაგრძელებისთვის ამ ეტაპზე კონგრესის თანხმობა საჭირო არ არის

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გაგრძელებისთვის ამ ეტაპზე კონგრესის თანხმობა საჭირო არ არის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა ეს განცხადება ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.

ლევიტის თქმით, ასეთი ოფიციალური ავტორიზაცია ამ ეტაპზე საჭირო არ არის, „რადგანაც ამჟამად ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები მიმდინარეობს“.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და თავდაცვის დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე განსაზღვრეს და ამჟამად მხოლოდ 25-ე დღეა. თუმცა, როგორც ლევიტმა აღნიშნა, ტრამპმა ომის დაწყებამდე კონგრესში საგარეო პოლიტიკის რამდენიმე ლიდერი „კეთილი ნების ნიშნად“ წინასწარ გააფრთხილა, ხოლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს ბრიფინგებიც ჩაუტარეს.

მისივე განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის იმოქმედებს კანონის შესაბამისად.