თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერები „მაიკროსოფტის“ პროგრამის ხარვეზით სარგებლობენ და ათასობით დაწესებულება ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერები „მაიკროსოფტის“ პროგრამის ხარვეზით სარგებლობენ და ათასობით დაწესებულება ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერები „მაიკროსოფტის“ პროგრამაში აღმოჩენილი ხარვეზით სარგებლობენ და ათასობით კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულება ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა.

როგორც „ბიბისი“ წერს, საუბარია კომპანია „მაიკროსოფტის“პროგრამა „მაიკროსოფტ ექსჩეინჯზე“ (Microsoft Exchenge), რითაც ელექტრონული წერილების დაგზავნა ხდება.

„ყველა, ვინც ამ სერვერს იყენებს, ახლა საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

„მაიკროსოფტში“ განაცხადეს, რომ პროგრამაში არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომხმარებლებმა „მაიკროსოფტ ექსჩეინჯი“ უნდა განაახლონ.

ჩინეთის მთავრობა ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. როგორც „როიტერი“ იუწყება, კიბერთავდასხმის სამიზნე აშშ-ში 20 000-ზე მეტი კერძო ორგანიზაცია და სახელმწიფო დაწესებულება გახდა.