თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენის კერძო სახლის სტუმრების აღრიცხვის სია არ არსებობს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენის კერძო სახლის სტუმრების აღრიცხვის სია არ არსებობს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენის კერძო სახლის სტუმრების აღრიცხვის სია არ არსებობს. დელავერის შტატში მდებარე ბაიდენის სახლში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ სტუმრების აღრიცხვის სიის გამოქვეყნება რესპუბლიკელებმა მოითხოვეს.

თეთრ სახლში თქვეს, რომ არ არის სტანდარტული პრაქტიკა იმის გასარკვევად, თუ ვინ სტუმრობს პრეზიდენტების კერძო სახლებს.

„პრეზიდენტ ბაიდენის მიერ საიდუმლო მასალების არასწორად გამოყენება აჩენს საკითხს, საფრთხე შეუქმნა თუ არა მან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. იმ პირთა სიის გარეშე, ვინც მის რეზიდენციას ესტუმრა, ამერიკელი ხალხი ვერასდროს გაიგებს, ვის ჰქონდა წვდომა ამ უაღრესად მგრძნობიარე დოკუმენტებზე“, – განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს კომერმა.