თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების გაზიარების შეფერხება ლოჯისტიკურ გამოწვევებს უკავშირდება
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაზიარების შეფერხება ლოჯისტიკურ გამოწვევებს უკავშირდება.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც აღმოვაჩინეთ, მდგომარეობს არა თავად მარაგებში, ჩვენ უამრავი დოზა გვაქვს მსოფლიოსთვის გასაზიარებლად, თუმცა ეს არის ლოჯისტიკური პრობლემა“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის სულ 80 მილიონ დოზას გამოუყოფს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის დარჩენილი აქვს 55 მილიონი დოზა სხვადასხვა ქვეყნისთვის გადასაცემად.