თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის გამო შეშფოთებულია და ქვეყანას დამატებით დახმარებას აღმოუჩენს

10:23, 25.04.2021

აშშ ღრმად შეშფოთებულია ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდის გამო და ქვეყნის მთავრობასა და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს დამატებით დახმარებას აღმოუჩენს, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა.

„ჩვენ მაღალი დონის აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს და ვგეგმავთ, სწრაფად მივაწოდოთ დამატებითი დახმარება ინდოეთის მთავრობას და ინდოეთის ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, რომლებიც ბოლოდროინდელ მძიმე ეპიდაფეთქებას ებრძვიან“, – წერილობით განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“

ინდოეთში ბოლო დღეებია, კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი აღირიცხება. დელის საავადმყოფოებში ჟანგბადის მწვავე უკმარისობაა. ინდოეთის მთავრობა ქვეყნის სხვა რეგიოენებიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან, მთ შორის სინგაპურიდან ჟანგბადის დელიში ჩასატანად სამხედრო თვითმფრინავებსა და მატარებლებს იყენებს.

მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 350 ათასამდე შემთხვევა აღირიცხა.

მსგავსი