თეთნულდზე ზვავმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს

17:05, 10.02.2020

მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ზვავმა ერთი ადამიანი, კერძოდ ჩეხი ტურისტი მოიყოლა.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ჩეხი ტურისტის გადარჩენა მოახერხეს და იგი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი