ბარსელონაში დასრულდა ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტების პირველი სერია. თოვლისა და ყინვის გამო თითქმის ჩაგდებული მესამე დღის შემდეგ, კატალონიაში ამინდი გამოსწორდა და ტესტების მეოთხე დღემ ნაყოფიერად ჩაიარა – წინა დღეებთან შედარებით, ხუთშაბათი საუკეთესო იყო გავლილი დისტანციის მიხედვით.
დღის საუკეთესო დრო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, “მერსედესის” პილოტმა ლუის ჰემილტონმა აჩვენა – “მედიუმის” საბურავებით წუთი და 19.333 წამი დააფიქსირა და ეს არის ტესტების ოთხივე დღის განმავლობაში ნაჩვენები აბსოლუტურად საუკეთესო დრო. ის მხოლოდ ორი მეათედით ჩამორჩება შარშან, ჰემილტონის მიერ ესპანეთის გრანპრის კვალიფიკაციაში ნაჩვენებ დროს.
ტესტები ორჯერ შეწყდა წითელი დროშებით – საღამოს მაქს ფერსტაპენი გადავარდა ტრასიდან, შემდეგ კი უსაფრთხოების ზონაში აღმოჩნდა ლენს სტროლი.
ამით ტესტების პირველი სერია დასრულდა. გუნდები ბაზებზე დაბრუნდებიან და მომავალი კვირის სამშაბათს გააგრძელებენ ტრასაზე მუშაობას.
მეოთხე დღის შედეგები:
1. ჰემილტონი (Mercedes) 1:19.333 (64 წრე)
2. ვანდორნი (McLaren) +0.521 (110)
3. ფეტელი (Ferrari) +0.908 (110)
4. მაგნუსენი (Haas) +0.984 (88)
5. ალონსო (McLaren) +1.596 (43)
6. საინსი (Renault) +1.607 (50)
7. სტროლი (Williams) +1.809 (51)
8. პერესი (Force India) +2.640 (63)
9. ფერსტაპენი (Red Bull) +2.725 (35)
10. გასლი (Toro Rosso) +2.801 (139)
11. ჰიულკენბერგი (Renault) +3.174 (49)
12. ბოტასი (Mercedes) +3.456 (60)
13. ლეკლერი (Sauber) +3.475 (51)
14. ერიქსონი (Sauber) +4.492 (79)
15. სიროტკინი (Williams) +12.646 (47).