ლუის ჰემილტონი 2017 წლის პილოტად დაასახელეს
ლუის ჰემილტონი 2017 წლის პილოტად დაასახელეს

ლონდონში Autosport Awards-ის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელიც 1982 წლიდან ტარდება და ავტო-მოტოსპორტის სეზონს აჯამებს.

მესამედ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია – “საუკეთესო საერთაშორისო მრბოლელი” ლუის ჰემილტონმა მოიგო. ჯამში მას ეს ჯილდო ხუთჯერ აქვს მოგებული. შარშან, ამ ნომინაციაში “მერსედესში” ჰემილტონის ყოფილმა თანაგუნდელმა “, გერმანელმა ნიკო როსბერგმა მოიგო.

ნომინაციაში – “საუკეთესო სარბოლო მანქანა” ზედიზედ მეოთხედ მოიგო “მერსედესმა”, ხოლო რალიში საუკეთესო მანქანის პრიზი დაიმსახურა Ford Fiesta WRC-მ, რომლითაც სებასტიან ოჟიემ ზედიზედ მეხუთედ მოიგო კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატი. სწორედ ოჟიე გახდა გამარჯვებული ნომინაციაში – “საუკეთესო საერთაშორისო რალისტი”.

2017 წელს Autosport Awards-ის ყველა ლაურეატის სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო საერთაშორისო პილოტი – ლუის ჰემილტონი
საუკეთესო საერთაშორისო რალის პილოტი – სებასტიან ოჟიე
საუკეთესო ბრიტანელი პილოტი – ლუის ჰემილტონი
საუკეთესო მანქანა – Mercedes W08 Hybrid
საუკეთესო რალის მანქანა – Ford Fiesta WRC
საუკეთესო დებიუტანტი – შარლ ლეკლერი
წლის მოტომრბოლელი – მარკ მარკესი