ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-ის კოორდინატორი - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ შესაძლოა, ყურადღება დასავლეთ აფრიკისკენ გადაიტანონ
ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-ის კოორდინატორი - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ შესაძლოა, ყურადღება დასავლეთ აფრიკისკენ გადაიტანონ

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლმა საერთაშორისო კოალიციამ შესაძლოა, ყურადღება დასავლეთ აფრიკისკენ და საჰელის ზონისკენ გადაიტანოს – ამის შესახებ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა, ნეითან სეილსმა განაცხადა.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ აფრიკაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაჯგუფებები ძლიერდებიან და ჯიჰადისტების ქსელებმა მთელი კონტინენტი მოიცვა.

ნეითან სეილსის განცხადებით, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებთან ახლო აღმოსავლეთში იბრძვიან, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ალ-ყაიდამ“ გააძლიერა გავლენა და როგორც არასდროს, ისე გაძლიერდა.

სეილსმა ასევე თქვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ძლიერი ფილიალი მოქმედებს ავღანეთში, რომლის მებრძოლებმა გასულ წელს 800 ადამიანი მოკლეს.