ტერორიზმში ბრალდებულთა საქმეზე ის ექსპერტი დაიკითხება, რომელმაც ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე ჩაატარა

14:28, 11.06.2018

ტერორიზმში ბრალდებულთა საქმეზე, რომელიც ექვსი პირის მიმართ მიმდინარეობს, დღეს ოთხი ექსპერტი დაიკითხება, მათ შორის ის მოწმე, რომელმაც ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე ჩაატარა.

ბრალდების მხარის განმარტებით, ხელყუმბარა საბრძოლო ვითარებაში იყო მოყვანილი.

პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება დაცვის მხარე.

მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ექსპერტთან შეკითხვები ექნება, მათ შორის კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ დაადგინა ექსპერტიზამ თემირლან მაჩალიკაშვილის ანაბეჭდების არსებობა ხელყუმბარაზე.

ექსპერტიზის მიხედვით, ხელყუმბარაზე ანაბეჭდები აღმოჩნდა, თუმცა ნიმუში არ იყო საკმარისი იმისთვის, დადგენილიყო ვის ეკუთვნოდა ანაბეჭდი, რაც კატეგორიულად არ გამორიცხავს, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩენილი ნიმუში მაჩალიკაშვილს ან სხვა ნებისმიერ პირს ეკუთვნოდა.

 

მსგავსი