ტერორისტული საფრთხის გამო, საფრანგეთი სასაზღვრო კონტროლს ოქტომბრამდე გაახანგრძლივებს
ტერორისტული საფრთხის გამო, საფრანგეთი სასაზღვრო კონტროლს ოქტომბრამდე გაახანგრძლივებს

ტერორისტული საფრთხის გამო, საფრანგეთი სასაზღვრო კონტროლს ექვსი თვით – ოქტომბრამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცახდა.

როგორც ბრიუსელში აღნიშნეს, საფრანგეთმა ევროკომისიას გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად აცნობა.

შენგენის ზონის წესების შესაბამისად, დროებითი სასაზღვრო კონტროლის დასაწესებლად წევრ ქვეყანას ევროკომისიის ფორმალური ნებართვა არ სჭირდება.

შეგახსენებთ, მიგრაციული კრიზისისა და ტერორისტული საფრთხის გამო, ევროზონის ზოგიერთმა ქვეყანამ საზღვარზე შემოწმება აღადგინა.