ტერეზა მეიმ შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დანიშნა
ტერეზა მეიმ შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დანიშნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დანიშნა. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამბერ რუდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამბერ რუდის გადადგომის მიზეზი არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის გამო პოლიტიკური დაძაბულობა გახდა.

კონსერვატიული პარტიის წევრი საჯიდ ჯავიდი 2015-2016 წლებში ბიზნესის, ინოვაციისა და უნარ-ჩვევების საკითხებში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, 2016 წლიდან დღემდე კი საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში სახელმწიფო მდივანი იყო.