ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება 30 ივნისამდე სთხოვა. ბრიტანეთის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს უთხრა, რომ ევროკავშირის შეთანხმების 50-ე მუხლის გახანგრძლივების თხოვნით, ბრიუსელს წერილით მიმართა.
ტერეზა მეის განცხადებით, შუამდგომლობის დაყენება ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ იგეგმება.
„როიტერის“ ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ტერეზა მეის წერილი უკვე მიიღო. წერილის მიღებას ადასტურებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერიც.