ტერეზა მეი ევროპელ პოლიტიკოსებთან ბრექსიტთან დაკავშირებული ჩიხიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებებს გამართავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ე.წ. ბრექსიტთან დაკავშირებული ჩიხიდან გამოსვლის გზებზე მოლაპარაკებებს ევროპელ პოლიტიკოსებთან გამართავს.
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ტერეზა მეი 3 იანვარს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტესა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება. გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის განსაზღვრულ დროში ბრიუსელის მხრიდან დანსაკუთრებული საბაჟო რეჟიმისთვის გარანტიები იქნება.
ბრიტანეთს და ევროკავშირს შორის მიღწეულ შეთანხმებას ბრიტანელი დეპუტატები მიმდინარე თვეში უყრიან კენჭს. გეგმის თანახმად, ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.