ტერეზა მეი - აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონიერი
ტერეზა მეი - აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონიერი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ტ​ერეზა მეის თქმით, ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესხებ, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი ასადის რეჟიმმა გამოიყენა.

მეის თქმით, ვერტმფრენი, რომლითაც ქიმიური იერიში განხორციელდა სირიის არმიას ეკუთვნოდა, მსგავსი აღჭურვილობა სირიის ოპოზიციას არ გააჩნია.

მისივე განცხადებით, აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონიერი.

ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ღამით განხორციელებული თავდასხმა იმაზე მასშტაბური იყო, ვიდრე ერთი წლის წინ ამერიკის მიერ განხორციელებული სამხედრო იერიში.