ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი 31 იანვარს ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერი ქვეყანაში 2 თებერვლამდე დარჩება.
ჩინეთი ერთ-ერთი ის ქვეყანა , რომელთანაც ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება სურს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს.