ამერიკელმა მოკრივე ტერენს კროუფორდმა WBO-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა 66.68-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ლას ვეგასში გამართულ 12-რაუნდიან ბრძოლაში მან ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე შონ პორტერი. ბრძოლა მეცხრე რაუნდში დასრულდა.
კროუფორდმა მეხუთედ დაიცვა WBO-ს ტიტული, რომელსაც 2018 წლის ივნისიდან მოყოლებული ფლობს. 34 წლის ამერიკელს 38 ბრძოლაში 38 მოგება (29 – ნოკაუტით) აქვს. ბოლო ცხრა ორთაბრძოლა მან ნოკაუტით მოიგო.