„ბარსელონას“ მეკარეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს 2020-21 წლების სეზონის პირველი „ელ-კლასიკოს“ გამოტოვება ემუქრება. შეხვედრა “რეალთან“ ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის რანგში უნდა გაიმართოს.
ესპანური პრესის მონაცემებით, 28 წლის გერმანელს 25 ოქტომბრისთვის უნდა დაერულებინა აღდგენითი პროცესი. სწორედ ამ დღეს უნდა გაიმართოს „ელ-კლასიკო“, მაგრამ ახლა, კატალონური კლუბის ექიმები იძულებულნი არიან ტერ შტეგენის აღდგენის ვადების კორექტირება მოახდინენ.
იტყობინებიან, რომ ფეხბურთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ახერხებს სრულფასოვნად ვარჯიშს, რადგან ფიზიკური დატვირთვისას მუხლში უსივდება. ტერ შტეგენს რამდენიმე დღე ვარჯიშებზე უარის თქვა უწევს იმისთვის, რომ მუხლი წესრიგში მოიყვანოს,
სავარაუდოდ, გერმანელი მეკარე „ბარსელონას“ კარის დაცვას მხოლოდ ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენმა მუხლზე ოპერაცია 18 აგვისტოს გადაიტანა.