ტექნიკური სამუშაოების გამო, 12 მარტს ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს წყალმომარაგება შეეზღუდება
ტექნიკური სამუშაოების გამო, 12 მარტს ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს წყალმომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 12 მარტს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელი სამუშაოების ბოლო ეტაპი ჩატარდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილ სამუშაოების ფარგლებში, მაგისტრალური წყალსადენების ერთმანეთთან დაკავშირება მოხდება.

დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონებს წყალმომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობა ექნება, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 მარტს, დღის 12:00 საათიდან 13 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზ. N76-78. გუჯარეთის I და II ქუჩებს, მუჯირიშვილის, ბაბისხევის, კიკეთის, ნიაბის, სომხეთის, ბუშის, ივერიელის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რიონში: მნათობის, აგარის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, მამარდაშვილის, ტყეკულტურის, მახათას აღმართის, ალავერდის, მანგლისის, მარუაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.