თეონა გეგელია - მოვიდეს ზაზა ოქუაშვილი „იმედზე“, არ არის პრობლემა, მივიღებთ, არსებობს მასთან შეკითხვები
თეონა გეგელია - მოვიდეს ზაზა ოქუაშვილი „იმედზე“, არ არის პრობლემა, მივიღებთ, არსებობს მასთან შეკითხვები

მოვიდეს ზაზა ოქუაშვილი „იმედზე“, არ არის პრობლემა, მივიღებთ, არსებობს მასთან შეკითხვები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი ლაივის“ წამყვანმა, თეონა გეგელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა, ​თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზაზა ოქუაშვილს გარკვეული დათმობების სანაცვლოდ უბიძგებდნენ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უარეყო მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებული ცნობები რეკეტთან და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება გვარამია-სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი იყო.

„ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ასეთი ტყუილი, თითქოს, „იმედის“ ჟურნალისტებსა და „ომეგას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს შორის რაღაც ფარული მიმოწერები არსებობს და ეს ფარული მიმოწერები აქვს „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს.

„რუსთავი 2“-ის რამდენიმე წარმომადგენელი, პერსონაჟი, მათ შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ პერსონაჟები, დიდი ხანია, გავიდნენ მორალისა და პროფესიონალიზმის ჩარჩოებიდან ანუ გადავიდნენ სხვაგან. კარგია, რომ ასე ნერვიულობთ. ფაქტობრივად, არიან გადაფსიხებულები. როგორც ჩანს, კარგად გამოგვდის, ასე ვთქვათ, თქვენი ტყუილების მხილება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, „რუსთავი 2“-ის ნორმალურ თანამშრომლებს ვუსურვებ გამძლეობას. იმედია, მათი ეს, ასე ვთქვათ, კლოუნი დირექტორი ბოლომდე არ დაიმხობს ამ არხს თავზე.

რაც შეეხება ოქუაშვილს, პირადად მე მასთან არანაირი კითხვა არ მაქვს, მართალია. ეს არის პერსონაჟი, რომელიც იყო ამ არხის საყვარელი გმირი ცოტა ხნის წინ, მაგრამ რაღაცნაირად მიქრა, მინელდა. ეტყობა, ასე ამოიღებენ ხოლმე პერიოდულად. მოვიდეს „იმედზე“, არ არის პრობლემა, მივიღებთ მას. არსებობს მასთან შეკითხვები. ბევრად უკეთ გავუტიტრავთ ალბათ მეტყველებას, ვიდრე ეს გააკეთა „რუსთავი ორმა“. იმიტომ, რომ იქნებ, უკეთ გავაგებინოთ მაყურებელს, რა უნდა ამ ადამიანს“, – განაცხადა თეონა გეგელიამ.

დატოვე კომენტარი