თეონა აქუბარდია - ვისურვებდი ოპოზიციური პარტიების საპროგრამო დაპირებების დეტალურ განხილვას, მათ შორის ჩართული იყოს „ქართული ოცნება“ და არა ბრიფინგებზე პასუხობდეს ამ დაპირებებს
თეონა აქუბარდია - ვისურვებდი ოპოზიციური პარტიების საპროგრამო დაპირებების დეტალურ განხილვას, მათ შორის ჩართული იყოს „ქართული ოცნება“ და არა ბრიფინგებზე პასუხობდეს ამ დაპირებებს

ვისურვებდი, ოპოზიციური პარტიების საპროგრამო დაპირებების განხილვა იყოს დეტალურად. მათ შორის, ჩართული იყოს „ქართული ოცნება“ და არა ბრიფინგებზე პასუხობდეს ამ დაპირებებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას ოპოზიციური პარტიების საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ეშინია ერთი ერთზე დებატებში დაჯდომის, მათ შორის ოპოზიციასთან. საარჩევნო დაპირებებზე როდესაც ვსაუბრობთ, მახსოვს უფასო ფულის დაპირება ივანიშვილისგან, რაც ყველაზე დიდი აფიორა შეიძლება ყოფილიყო იმ დაპირებებს შორის, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დროს მოგვისმენია. ერთია, რას ჰპირდება პოლიტიკური პარტია ამომრჩეველს და მეორეა განხილვა, ცივილური დებატი, ისევე როგორც აღსრულების მექანიზმების შესახებ კონკრეტული მსჯელობა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.