თეონა აქუბარდია - ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილის გააქტიურება ძალიან ხელსაყრელი და მაშველი რგოლია „ქართული ოცნებისთვის“
თეონა აქუბარდია - ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილის გააქტიურება ძალიან ხელსაყრელი და მაშველი რგოლია „ქართული ოცნებისთვის“

ვფიქრობ, რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ვანო მერაბიშვილის განცხადებები, ამას ყოველთვის გამოიყენებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ ოპოზიცინერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დამატებითი მაშველი რგოლი არ უნდა მიეცეს.

„ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილის გააქტიურება ძალიან ხელსაყრელი და მაშველი რგოლია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან მთელი ეს ნარატივები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ ხმოვანდება, იქნება ეს მეორე ფრონტი, რომელიც სუფთა რუსული ამბავია, თუ ძალადობრივად ხელისუფლების ცვლილება, მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამაძლიერებელი პროცესია. ვანო მერაბიშვილს პირადად არ ვიცნობ და არ ვიცი, მას რა როლი აქვს პარტიაში, რადგან არ მაქვს კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მისი წარსულიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ მას რაიმე დადებითი როლის შემოტანა შეეძლოს პოლიტიკაში, რადგან გარდა იმისა, რომ მან მოიხადა სასჯელი, მორალური გამოწვევა, მისი წარსულიდან გამომდინარე, არსად წასულა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ვანო მერაბიშვილის განცხადებები, ამას ყოველთვის გამოიყენებს „ქართული ოცნება“ და თუ ამოვდივართ ქვეყნიდან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ დამატებითი მაშველი რგოლი „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ერთ-ერთმა უკრაინულმა არხმა, Freedom TV-მ ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს: „მრავალი წელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, ახლა პარტია აღდგენის გზაზეა, ვიმედოვნებ, დავინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც“.