თეონა აქუბარდია - რუსეთი ეცდება, პროვოკაციები ყოველთვის შექმნას და ქვეყნის შიგნით სისუსტეები გამოიყენოს, უნდა ვიმუშაოთ, რომ პროვოკაციების შეაძლებლობა არ მიეცეს
თეონა აქუბარდია - რუსეთი ეცდება, პროვოკაციები ყოველთვის შექმნას და ქვეყნის შიგნით სისუსტეები გამოიყენოს, უნდა ვიმუშაოთ, რომ პროვოკაციების შეაძლებლობა არ მიეცეს

რუსეთს შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, სისუსტეები, რომელსაც ხელისუფლება ტოვებს, გაღრმავდეს და უნდა ვიმუშაოთ, რომ პროვოკაციების შესაძლებლობა არ მიეცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ეცდება, პროვოკაციები ყოველთვის შექმნას და ქვეყნის შიგნით სისუსტეები გამოიყენოს.

„მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2020 წელს იყო, ეს ყველაფერი რუსეთმა იმისთვის გამოიყენა, რათა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ ამ რთულ ვითარებაში ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე შედის, რაც სიმართლე არ არის და ამაზე უარი თავად კომპანიებმა განაცხადეს. ახლა საუბარი დაიწყო ისევ ყბადაღებული ფრენების აღდგენაზე, რასაც სამწუხაროდ, ხელი შეუწყო პრემიერ-მინისტრის განცხადებამ. სწორედ ამიტომ, რუსეთს შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, სისუსტეები, რომელსაც ხელისუფლება ტოვებს, გაღრმავდეს და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რუსეთს პროვოკაციების შესაძლებლობა არ მივცეთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.