თეონა აქუბარდია - ოპოზიციაში გადაჯგუფებები საკმაოდ ზანტი და ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც არ არის სწორი მოცემულობა
თეონა აქუბარდია - ოპოზიციაში გადაჯგუფებები საკმაოდ ზანტი და ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც არ არის სწორი მოცემულობა

ოპოზიციაში გადაჯგუფებები საკმაოდ ზანტი და ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც არ არის სწორი მოცემულობა. არც ის არის სასიამოვნო სანახავი, როგორი გაცხარებული საუბარი მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, – ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, რაც უფრო დროულად დასრულდება ალტერნატიული ცენტრების ფორმირება, მით უკეთესი იქნება, რათა მოსახლეობამ ნახოს ალტერნატიული ძალები და მათ შორის კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა.

„სამწუხაროდ, ლანძღვის გარდა, ხედვებიც უნდა არსებობდეს იმ პრობლემების გარშემო, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. მოცემულ სიტუაციაში მთავარი პრობლემაა არა რომელიმე პოლიტიკოსის წარსული, არამედ ხედვების ნაკლებობა. წარსულის მიუხედავად, მომავალზე უნდა იყოს მსჯელობა“, – განაცხადა აქუბარდიამ.