თეონა აქუბარდია - ნატო-ს პარტნიორების რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სისტემაში სპეციალური წოდებები შენარჩუნდა
თეონა აქუბარდია - ნატო-ს პარტნიორების რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სისტემაში სპეციალური წოდებები შენარჩუნდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ნატო-ს პარტნიორების რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სისტემაში სპეციალური წოდებები შენარჩუნდა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მინისტრობის დროს ლევან იზორიამ სპეცწოდება მიანიჭა თავის პირველ მოადგილეს, ხოლო მოქმედმა მინისტრმა – ხუთივეს.

„2022 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილეების წლიური ხელფასი თითქმის 100 000 ლარი იყო. გიორგაძის ხელფასი, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია თითქმის 30 000-ით. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი კი 100 000 ლარს აღემატება, როცა მინისტრის ხელფასი 70 000 ლარს არ აღემატება. ამავე დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის წლიური ხელფასი 60 000 ლარამდეა. ეს უპირისპირდება თავდაცვის ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ნატო-ში გავრცელებულ პრინციპს, რაც დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.