თეონა აქუბარდია - ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ექნებათ ჩინეთში მიმოსვლის შესაძლებლობა
თეონა აქუბარდია - ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ექნებათ ჩინეთში მიმოსვლის შესაძლებლობა

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, რუსეთის გარდა, ნებისმიერ ქვეყანასთან მისასალმებელია სავიზო რეჟიმის მოხსნა.

აქუბარდიას თქმით, ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება მხოლოდ მისასალმებელია.

„მივესალმები ნებისმიერ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის მოხსნას, რუსეთის გარდა. მხოლოდ უკეთესობაა ამ მოცემულობაში ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ექნებათ ჩინეთში მიმოსვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ბიზნესსექტორს. ეს ნამდვილად მისასალმებელი ნაბიჯია“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.