თეონა აქუბარდია - მნიშვნელოვანია მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ აუცილებელია, შესაბამის, ადეკვატურ რეაგირებაზე გადასვლა
თეონა აქუბარდია - მნიშვნელოვანია მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ აუცილებელია, შესაბამის, ადეკვატურ რეაგირებაზე გადასვლა

„ქართულმა ოცნებამ“ როდესაც რუსული კანონი შემოაბრუნა, კარგად იცოდა, რა ტიპის პროვოკაციას აწყობდა ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, „მნიშვნელოვანია მოწოდებები პარტნიორების მხრიდან, მაგრამ აუცილებელია, შესაბამის, ადეკვატურ რეაგირებაზე გადასვლა“.

„მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაუფრთხილებლად გამოყენება ყველა იმ სპეციალური საშუალების, რომელიც ვნახეთ, მათ შორის ძალის გადამეტება, ეს იყო ივანიშვილის დაანონსებული ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ მოცემულობაში, ეს არის განაცხადი, რომელიც, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ივანიშვილმა გადაწყვიტა, საკუთარ ხალხს, ქვეყანას ძალა დაუპირისპიროს. ამ მოცემულობაში, მნიშვნელოვანია მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ აუცილებელია, შესაბამის, ადეკვატურ რეაგირებაზე გადასვლა.

„ქართულმა ოცნებამ“ როდესაც რუსული კანონი შემოაბრუნა, კარგად იცოდა, რა ტიპის პროვოკაციას აწყობდა ქვეყნის შიგნით. ამ მოცემულობაში, მთელ იმ რადიკალიზაციაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა იყო ამ კანონთან ერთად, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. ძალადობა, რომელიც ვნახეთ გუშინ რუსთაველზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის, რაც ხდება სხდომათა დარბაზში, არის ძალადობა საკუთარი ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.