თეონა აქუბარდია - იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ალოგიკურია, რადგან პრეზიდენტი მიდის არა მოსკოვში, არამედ ევროპულ ქვეყნებში, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება ხდება
თეონა აქუბარდია - იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ალოგიკურია, რადგან პრეზიდენტი მიდის არა მოსკოვში, არამედ ევროპულ ქვეყნებში, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება ხდება

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განაცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არალოგიკურია.

როგორც აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იმპიჩმენტის საკითხით ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება ხდება.

„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ალოგიკურია, რადგან პრეზიდენტი მიდის არა მოსკოვში, არამედ ევროპულ ქვეყნებში. კონსტიტუციის 78-ე მუხლი სწორედ იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაფერი უნდა გააკეთონ. იმპიჩმენტი ვერ დადგება, ახლა ხდება ყურადღების გადატანა, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და კრემლისთვის იმის ჩვენება, რომ პრეზიდენტი ხელიდან გაექცათ. ხელისუფლება თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას, რადგან ქვეყანამ სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.