თეონა აქუბარდია - არ ვფიქრობ, რომ პოდოლიაკის განცხადებები სწორია, უკეთესია მეტი სიფრთხილე, თავშეკავება, რათა საქართველო-უკრაინის მეგობრობა, საერთო ბრძოლა შედეგიანი იყოს
თეონა აქუბარდია - არ ვფიქრობ, რომ პოდოლიაკის განცხადებები სწორია, უკეთესია მეტი სიფრთხილე, თავშეკავება, რათა საქართველო-უკრაინის მეგობრობა, საერთო ბრძოლა შედეგიანი იყოს

უკეთესია მეტი სიფრთხილე, თავშეკავება, რათა საქართველო-უკრაინის მეგობრობა და საერთო ბრძოლა შედეგიანი იყოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

თეონა აქუბარდია გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განაცხადებას, სადაც მან აღნიშნა:„საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.

„არ მგონია, ჩემი მხრიდან უკრაინის შიდა პოლიტიკაზე საუბარი სწორი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს. არ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მისი განცხადებები სწორია, მიუხედავად იმისა, რომ მეც დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა საქართველის არ ექნება, რადგან ამ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს, ქვეყანა ევროპული მომავლისკენ წაიყვანოს. მიმაჩნია, რომ უკეთესია მეტი სიფრთხილე, თავშეკავება, რათა საქართველო-უკრაინის მეგობრობა და საერთო ბრძოლა შედეგიანი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადი აზრია, ეს ყველაფერი შიდა პოლიტიკაში ჩარევის აღქმად არ უნდა იყოს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.