თენგიზ სულაქველიძის აკადემია საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს #1TVSPORT
თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია მალე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, – ინფორმაციას შეჯიბრების ორგანიზატორი კახა მგელაძე ავრცელებს.
„თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის თასზე 15-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ. მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების ხილვა ჩვენს ფეისბუქგვერდზე იქნება შესაძლებელი. შეხვედრები თენგიზ სულაქველიძისა და „ინტერის“ აკადემიების სტადიონებზე გაიმართება“, – წერს კახა მგელაძე.
თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის თასისთვის ოთხი ქვეყნის რვა გუნდი იბრძოლებს. საქართველოს სამი გუნდი წარმოადგენს – მასპინძელი თენგიზ სულაქველიძისა და „ინტერი საქართველოს“ აკადემიები, ასევე ფეხბურთის ფედერაციის რუხის აკადემია. ყაზახეთიდან გვესტუმრებიან „ასტანას“ აკადემია, „დიუშ კუსტანაი“ და „ალტაი ალმაატა“, სომხეთიდან – ერევნის „არარატის“ ასაკობრივი გუნდი, ხოლო უზბეკეთიდან – ტაშკენტის „ფახთაქორის“ 15-წლამდელები.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 4-5-6 დეკემბერს ჩატარდება, ნახევარფინალური შეხვედრები 8 დეკემბერს დაიგეგმა, ხოლო მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალური დაპირისპირება 9 დეკემბერს გაიმართება.