თენგიზ სულაქველიძე რუსი არბიტრის ინტერვიუს ეხმაურება - „დინამოზე“ ლაპარაკამდე გაიხსენოს, მოსკოვის გუნდებს რატომ ეხმარებოდნენ
თენგიზ სულაქველიძე რუსი არბიტრის ინტერვიუს ეხმაურება - „დინამოზე“ ლაპარაკამდე გაიხსენოს, მოსკოვის გუნდებს რატომ ეხმარებოდნენ
„სანამ ჰუსაინოვი ქართველებისა და უკრაინელების გარიგებაზე ილაპარაკებს, კარგი იქნება, გაიხსენოს, მოსკოვის გუნდებს როგორ მსაჯობდა“ – ასე გამოეხმაურა თენგიზ სულაქველიძე სერგეი ჰუსაინოვის ინტერვიუს რუსულმა გამოცემა „ჩემპიონატთან“.
ვეტერანმა რუსმა არბიტრმა სკანდალური ინტერვიუში საბჭოთა პერიოდის გარიგებულ თამაშებზე ილაპარაკა და მათ შორის 1989 წლის 11 მარტს თბილისში, ჩვენს და კიევის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრა (2:2) დაასახელა.
„ჰუსაინოვი ცნობილი იყო მიკერძოებულობით და მისგან ასეთი ლაპარაკი სასაცილოა. ჯერ ის გაიხსენოს, მოსკოვის გუნდებთან თბილისის „დინამოს” და სხვა რესპუბლიკების გუნდებს ცუდად რატომ მსაჯობდა და საერთოდ, მოსკოვურ გუნდებს რატომ ანიჭებდა უპირატესობას“ – ამბობს თბილისის „დინამოს“ ვეტერანი მოთამაშე.
სულაქველიძის თქმით, ჰუსაინოვი ქართულ და უკრაინულ ფეხბურთის შეგნებულად ამცირებს: „ის შეგნებულად თუ შეუგნებულად ამცირებს საბჭოთა პერიოდის ორი გამორჩეული გუნდის, კიევის და თბილისის „დინამოების” წარმატებებს. უზარმაზარ საბჭოეთში ხომ მხოლოდ ჩვენ, კიევის და თბილისის „დინამოებმა” მოვახერხეთ ევროპული თასი მოპოვება. ალბათ, მისი აზრით, ესეც მსაჯების დახმარებით და გარიგებით მოვიპოვეთ“.