თენგიზ შერგელაშვილი - მანდატების გაუქმებას 51 ხმა სჭირდება, მივიდნენ დღეს და საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირონ მხარი
თენგიზ შერგელაშვილი - მანდატების გაუქმებას 51 ხმა სჭირდება, მივიდნენ დღეს და საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირონ მხარი

მივიდნენ დღეს და საკუთარ უფლებამოსილების შეწყვეტას მისცენ ხმა, თავადაც დაისვენონ და ჩვენც დაგვასვენონ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა, თენგიზ შერგელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შესაწყვეტად ხმების საჭირო რაოდენობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად 51 ადამიანის ხმა არის საჭირო.

„პარლამენტის წევრს უფლებამოსილება უწყდება დადგენილებით. პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, ანუ დადგენილების მიღებას 51 კაცი სჭირდება. თუ ოცნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ წინააღმდეგ არ მისცა ხმა. ზუსტად 51 კაცია, ვისაც განცხადება აქვს შეტანილი პარლამენტის დატოვებაზე. ხოდა, მივიდნენ დღეს და საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტას მისცენ ხმა, თავადაც დაისვენონ და ჩვენც დაგვასვენონ“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.