თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციაში არანაირი გაერთიანება არ აქვთ, ეფემერული გაერთიანებაა, როგორც უსახელოდ შეიკრიბა ეს ხალხი, ასევე უსახელოდ დაიშლება
თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციაში არანაირი გაერთიანება არ აქვთ, ეფემერული გაერთიანებაა, როგორც უსახელოდ შეიკრიბა ეს ხალხი, ასევე უსახელოდ დაიშლება

ოპოზიციაში არანაირი გაერთიანება არ აქვთ, ეს ეფემერული გაერთიანებაა და ამას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კატასტროფის წინაშე მდგარი ადამიანების თავშეყრა.

„შეგიძლიათ, ტელევიზორი ჩართოთ და 15 წუთში მიხვდებით, რა ერთობასთან გაქვთ საქმე, ან სოციალურ ქსელში ნახევარი საათი რომ გაატაროთ, ნახავთ, რა მიმოწერა აქვთ და როგორ მოიხსენიებენ ერთმანეთს. ესიც საკმარისია იქნება. ეს არის კატასტროფის წინაშე მდგარი ადამიანების რაღაც თავშეყრა, რომლებიც ახლა ცდილობენ, ერთმანეთს გადააბრალონ, რანაირად აღმოჩნდა ის, რომ ამ მდგომაროებაში აღმოიჩინეს თავი. ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც უსახელოდ შეიკრიბა ეს ხალხი, ასევე უსახელოდ დაიშლება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.