თენგიზ შარმანაშვილი – გაფართოვების პაკეტში მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ვიყავით, საქმე საქმეზე რომ მიდგება, პრივილეგიას არცერთ ქვეყანას მიანიჭებენ და ჩვენზე ადრე ევროკავშირში არ გააწევრიანებენ

13:26, 08.09.2026

გაფართოვების პაკეტში მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ვიყავით. დანარჩენი, რასაც ამ თემაზე ლაპარაკობენ, ტყუილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლაპარაკი როდესაც უკრაინის დაჩქარებული პროცედურით გაწევრიანებაზე დაიწყო, ევროპელმა ლიდერებმა თქვეს, დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინა ვერ შეძლებს, ეს დამსახურებაზეა დამოკიდებულიო.

„მოლდოვამ ისიც თქვა, მგონი, ევროკავშირში ჩვენს მიღებას არ აპირებენ და სათადარიგო ვარიანტი გვაქვს, რუმინეთს ხომ არ შევუერთდეთო. როცა ლაპარაკი უკრაინის დაჩქარებული პროცედურით გაწევრიანებაზე დაიწყო, ევროპელი ლიდერები გამოვარდნენ და თქვეს, დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინა ვერ შეძლებს, ეს დამსახურებაზეა დამოკიდებულიო. რა მნოშვნელობა აქვს, უკრაინა-მოლდოვაზე ილაპარაკებენ თუ არა და სადმე მიიწვევენ თუ არა? ამ ყალბი ნარატივებით გვატყუებდნენ და თავსაც ვიტყუებდით. ასე ჩვენთან ურთიერთობა აღარ გამოვა. ზელენსკიმაც გააპროტესტა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპისთვის უზარმაზარი სისხლი დაღვარეს, შეღავათები მათთვის აღარ იქნება. ამ ქვეყნების მიმართ არასწორად იქცევიან, ლამაზი სიტყვების და დაპირებების აღარც ჩვენ გვჯერა. საქმე საქმეზე რომ მიდგება, პრივილეგიას არცერთ ქვეყანას მიანიჭებენ და ჩვენზე ადრე ევროკავშირში არ გააწევრიანებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი