თენგიზ შარმანაშვილი - დიდი ხანია, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ყურადღებას არ ვაქცევთ, რადგან არასწორი ინფორმაციით არის გაჯერებული და არასწორი დასკვნებია გაკეთებული
თენგიზ შარმანაშვილი - დიდი ხანია, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ყურადღებას არ ვაქცევთ, რადგან არასწორი ინფორმაციით არის გაჯერებული და არასწორი დასკვნებია გაკეთებული

დიდი ხანია, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ყურადღებას არ ვაქცევთ, რადგან არასწორი ინფორმაციით არის გაჯერებული და არასწორი დასკვნებია გაკეთებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, „ადამიანის უფლებების დაცვაზე ევროსასამართლოში როცა მივდივართ, საქმეებს ყოველთვის ვიგებთ, რადგან იქ პოლიტიკური დეკლარაციები არავის სჭირდება“.

„მზადყოფნა გამოვთქვით, რომ ფაქტებით ვისაუბროთ და არა აღქმებზე დაყრდნობით. როცა საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებების დაცვაზე აქვთ პრეტენზია, ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა არ უნდა გააუქმონ. მათ შეხვედრა გააუქმეს, რადგან არგუმენტები არ ექნებოდათ. როცა ადამიანის უფლებების დაცვაზე ევროსასამართლოში მივდივართ, საქმეებს ყოველთვის ვიგებთ, რადგან იქ პოლიტიკური დეკლარაციები არავის სჭირდება. ქართული სახელმწიფო გამარჯვებული რატომ არის იქ, სადაც ფაქტებზეა ლაპარაკი? იმიტომ, რომ მართლები ვართ. რაც შეეხება რასა იუკნევიჩიანეს, ხანდახან ადამიანებსა და ქვეყნებს როლებს გადაუნაწილებენ ხოლმე. ანტიქართული რეაქციები ბალტიისპირეთის ქვეყნებს მიანდეს. გახსენდებათ, რომ რაიმე რეზოლუციის ინიციატორი ბელგიელი ევროპარლამენტარი ყოფილიყო ან ლუქსემბურგელი? ამ ქვეყნებიდან გამოხტებიან ხოლმე, რადგან ბალტიისპირელებს მიანდეს, რომ ამ საქმეში ავანგარდში იყვნენ. ეს ქალი იმ დავალებას ასრულებს, რაც მინდობილი აქვს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.