თენგიზ შარამანაშვილი – რაიმე სახის სამედიცინო დახმარება თუ იქნება საჭირო, სახელმწიფო არცერთ პატიმარს არაფერს მოაკლებს, მათ შორის, არც ელენე ხოშტარიას

12:30, 29.06.2026

კომპეტენტური არ ვიქნები, ელენე ხოშტარია კლინიკაშია გადასაყვანი თუ მკურნალობის რა მეთოდია შესარჩევი. ეს საკითხი მედიკოსების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, რაიმე სახის სამედიცინო დახმარება თუ იქნება საჭირო, სახელმწიფო არცერთ პატიმარს არაფერს მოაკლებს, მათ შორის, არც ელენე ხოშტარიას.

„კომპეტენტური არ ვიქნები, ელენე ხოშტარია კლინიკაშია გადასაყვანი თუ მკურნალობის რა მეთოდია შესარჩევი. ეს საკითხი მედიკოსების გადასაწყვეტია. სახელმწიფო არცერთ პატიმარს არაფერს მოაკლებს, მათ შორის, არც ელენე ხოშტარიას, თუ რაიმე სახის სამედიცინო დახმარება იქნება საჭირო. თუ ეს შესაძლებელი იქნება, დახმარებას პენიტენციურ დაწესებულებაში აღმოუჩენენ, თუ სხვა პირობები იქნება საჭირო, მას შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. შეწყალების მომხრე ვარ და ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ როცა ამბობ, რომ სახელმწიფოს და ხელისუფლებას არ ცნობ, ასევე აანონსებ, რომ ციხიდან გამოხვალ და, საკუთარი მოსაზრებების გარდა, არაფერს ცნობ, ასეთ პირობებში ძნელად წარმომიდგენია, შეწყალების საკითხი დადგეს, თუმცა ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამას თავად გადაწყვეტს.

იმაზე ვსაუბრობ, შეწყალების ხელშესახებლად რა წინაპირობებია შექმნილი. ელენე ხოშტარიას სხვა ნაბიჯები რომ გადაედგა, აღკვეთის ღონისძიებაც სხვა იქნებოდა, სასჯელის საკითხშიც სხვანაირი მიდგომა იქნებოდა, მაგრამ თავად არ იძლევა ამის საშუალებას. ჰუმანურობამ უნდა გამოგვარჩიოს, მაგრამ ჰუმანურობაა ისიც, რომ უამრავი პატიმარია, რომელიც სასჯელს იხდის. შეიძლება, დილით ადგნენ და თქვან, რომ დანაშაულს აღიარებენ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ავტომატურად შეიწყალებენ. აქამდეც ხომ უნდა მიხვიდე, რომ შეწყალების საკითხი განიხილო? სხვა პატიმრებს რა პასუხი უნდა გასცე, რომელთაც დანაშაული აღიარეს და არ იწყალებ, თუმცა ამ დროს ვინც თავს დამნაშავედ არ ცნობს და თან ამბობს, ისევ იმ საქმიანობას გააგრძელებს, ის შეიწყალო? მისი პოზიციები ვითარებას ართულებს. ამაზე ღრმად არ წავალ, ეს პრეზიდენტის დისკრედიტაციაა.

არჩევნებამდე ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალეს, რასაც განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მთელ მსოფლიოში ინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, იმდენად პოპულარულები იყვნენ და ციხეში რომ იყვნენ, გამარჯვებას ხელი ეშლებოდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ისინი ციხიდან გამოუშვეს და წინა არჩევნების შედეგიც კი გაუნახევრდათ. ეს იყო გამონაკლისი. სხვა გამონაკლისს დაუშვებს თუ არა პრეზიდენტი, შეგიძლიათ, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰკითხოთ“, – განაცხადა თენგიზ შარამანაშვილმა.

მსგავსი