თენგიზ ცერცვაძე - ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ შევხედავთ, რა ხდება მსოფლიოში
თენგიზ ცერცვაძე - ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ შევხედავთ, რა ხდება მსოფლიოში

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ შევხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ შეიძლება, სამ კვირაში ხუთი ათასიც გახდეს ინფიცირებულების რიცხვი.

„შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, თუ შევხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ამერიკაში ნახევარ მილიონს გადააჭარბა, იტალიაში კატასტროფაა, ესპანეთში კატასტროფაა, ინგლისში – ასეთ სერიოზულ ქვეყანაში, ასეთი ჯანდაცვით კატასტროფაა. ყველაფერი შეიძლება. პირადად ჩემი პროგნოზია, რომ ეს არ მოხდება. პირადად ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში მატება იქნება დღეში რამდენიმე ათეული, მაგრამ არ იქნება რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასეული და ჩვენ შევალთ პიკის ზონაში, გვეყოლება გაცილებით მეტი ავადმყოფი, ვიდრე დღეს გვყავს და 300 გადავაცილებთ, მაგრამ ისევ შევინარჩუნებთ იმ დისტანციას ამ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან. ანუ ის რაც მოხდა ევროპის წამყვან ქვეყნებში, ჩვენთან არ მოხდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.