თენგიზ ცერცვაძე - სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა ჩვენთან ჯერ არ არის, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, შევაჩეროთ მესამე ტალღა
თენგიზ ცერცვაძე - სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა ჩვენთან ჯერ არ არის, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, შევაჩეროთ მესამე ტალღა

ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, მესამე ტალღის საწყის ფაზაზე. სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა ჩვენთან ჯერ არ არის, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი ქვეყანაში მესამე ტალღის ასაცილებლად.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნ, მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია: პირბადის მასობრივი გამოყენება, ასევე სოციალური დისტანციის დაცვა, ხალხმრავალი შეკრებების თავიდან არიდება და მასობრივი ვაქცინაცია.

„ბოლო პერიოდში საქართველოშიც აღინიშნა საკმაოდ სერიოზული მატება, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში. ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, მესამე ტალღის საწყის ფაზაზე. ჯერ ჩვენთან სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა არ არის. ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, თუ გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკას, ჯანდაცვის სექტორს, მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობას, ის ხელს შეუშლის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. ნებისყოფას თუ გამოვიჩენთ, გადავდგამთ რადიკალურ პრევენციულ ზომებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა. ამისთვის აუცილებელია ბანალური რამ, სასწრაფოდ დავუბრუნდეთ პირბადეების მასობრივ ხმარებას, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც პრაქტიკულად არ ხმარობენ, ასევე – სოციალური დისტანცირება და განსაკუთრებით ხალხმრავალი შეკრებების თავიდან არიდება, რამაც იმრავლა ბოლო პერიოდში და მთავარი – მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.