თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი ჯერ არ დადასტურებულა
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი ჯერ არ დადასტურებულა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცავაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული, რაც შეეხება სამხრეთაფრიკულ შტამს. ის ჯერ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ცერცვაძემ განუცხადა, კორონავირუსის ახალი შტამის მკურნალობა იგივე მეთოდით ხდება, როგორც ძველის.

„ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა ჩვენთან დადასტურებული და 31 სავარაუდო. ეს 31 ადამიანია, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ამ სამ ავადმყოფთან და მათაც, სავარაუდოდ ბრიტანული შტამი აქვთ. მეტი ჯერ არ დადასტურებულა. ბრიტანულ შტამსა და უკვე არსებულ შტამს შორის მკურნალობის მეთოდში არავითარი განსხვავება არ არის. სამხრეთაფრიკული შტამი ჯერ ჩვენთან არ დადასტურებულა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი