თენგიზ ცერცვაძე - საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა შემთხვევები იმდენად მოიმატებს, რომ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას
თენგიზ ცერცვაძე - საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა შემთხვევები იმდენად მოიმატებს, რომ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა ჯანდაცვის სექტორი ვეღარ შეძლებს კორონავირუსით ინფიცირებულების ადეკვატურ მართვას.

როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ ეტაპისთვის არ არის შემთხვევები, რომ ჰოსპიტალიზაციის გარეშე დარჩეს ის, ვისაც ეს სჭირდება.

„ამის ინდიკატორი იქნება ის, როცა შემთხვევები იმდენად მოიმატებს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას, ანუ, როდესაც ექიმების ტესტირების რესურსი და ჰოსპიტალური სექტორის რესურსი არ ეყოფა ამას. ეს იქნება 1 500-ზე, 2 000-ზე, თუ 3 000-ზე, წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია. ახლა ყოფნის, 3 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. ვერ გეტყვით, რომ ახლა საწოლები თავზე გადაგვდის და ცარიელია, მაგრამ პრაქტიკულად, არ არის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალიზაციის გარეშე რჩებოდეს ის, ვისაც ეს სჭირდება. ასეთი შემთხვევები იყო ერთეული, რომ რამდენიმე საათით დაიგვიანა ჰოსპიტალიზაციამ ან, შეიძლება, მაქსიმუმ ერთი დღით. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად კონტროლქვეშ არის ყველაფერი და ქვეყანა თავს ართმევს ამ მართვას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.