თენგიზ ცერცვაძე - მოხიბლული ვარ პანდემიის მანძილზე პრემიერისა და მისი გუნდის მუშაობით, სწორედ ეს იწვევს იმ კატეგორიის ხალხის უკმაყოფილებას, რომელსაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა
თენგიზ ცერცვაძე - მოხიბლული ვარ პანდემიის მანძილზე პრემიერისა და მისი გუნდის მუშაობით, სწორედ ეს იწვევს იმ კატეგორიის ხალხის უკმაყოფილებას, რომელსაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა

მოხიბლული ვარ პანდემიის მანძილზე პრემიერისა და მისი გუნდის მუშაობით, სწორედ ეს იწვევს იმ კატეგორიის ხალხის უკმაყოფილებას, რომელსაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა, – განაცხადა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„მე პირადად, მოხიბლული ვიყავი მთელი ამ პანდემიის მანძილზე პრემიერის და უშუალოდ მისი გუნდის მუშაობით. ვხედავდი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ამ კოვიდის შტაბი როგორ დონეზე ახდენდა კრიზისის მენეჯმენტს და სწორედ ეს იწვევს იმ კატეგორიის ხალხის უკმაყოფილებას, რომელსაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა. აი, ეს არის ორკესტრირებული შეტევის მთავარი და ერთადერთი მიზეზი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მან ბევრ წარმატებას მიაღწია.

„იცით, რამხელა საქმეს უმკლავდება ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი, რომლის მიმართაც მთავარი ვექტორი იყო მიმართული? გარდა იმისა, რომ მთლიანად ამ კოვიდის სიტუაციას წარმატებით მართავს, მას ჯანდაცვაში ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა. სისტემური ცვლილებებია გასაკეთებელი არა კოვიდში, არამედ სხვა დარგებში. იგივე, ვთქვათ, გადაუდებელ დახმარებაში, კარდიოქირურგიაში, ნეიროქირურგიაში, სხვაგან და ეს ახალგაზრდა ქალბატონი რამდენ ფრონტზე იბრძვის და უკვე რამდენს მიაღწია. წინა მინისტრების დროს არ მახსოვს, რომ ასე მოკლე დროში ამდენი რამე გაკეთებულიყო და კარგი, რა! იმიტომ, რომ სასწრაფომ ორი საათი დაიგვიანა, ან იმიტომ, რომ ვიღაცის ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება, რაც მთელ მსოფლიოში ასეა და ბევრად ფართო მასშტაბით, ამისთვის მინისტრზე ასეთი ორკესტრირებული შეტევა როგორ შეიძლება?!“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.