თენგიზ ცერცვაძე - ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის გამართულმა, საათივით აწყობილმა ​მოქმედებებმა
თენგიზ ცერცვაძე - ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის გამართულმა, საათივით აწყობილმა ​მოქმედებებმა

ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებემა, მხედველობაში მაქვს ვერტიკალი დაწყებული ეპიდემიოლოგით და ექიმით, გაგრძელებული დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ამ ყველაფერში, ასევე საქართველოს მთავრობით, პირადად გიორგი გახარიათი, რომელმაც გარკვეული დროის წინ, თავის ხელში აიღო მმართველობა ამ პრეკრიზისული სიტუაციის, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი.

„ჩვენზე მეტი ინფიცირებული ჰყავს ევროპის დანარჩენ 50 ქვეყანას. ლუქსემბურგს ორი ათასზე მეტი ავადმყოფი ყავს და სულ 300 ათასი მოსახლეა. ისლანდია, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავთ. არაფერს ვამბობ ევროპის წამყვან ქვეყნებზე, ასეულ ათასობით და ათეულ ათასობით ითლება უკვე ავადმყოფები და გარდაცვლილებები. თუ ავიღებთ მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი. ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება ჩვენ არც კი ვიცით, ეს არის ეგზოტიკური სახელმწიფო, ტროპიკული სახელმწიფოები, რაღაც მცირე კუნძულები, ისეთ სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ისეც არ ვიცით.  ეს განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებებმა, მხედველობაში მაქვს ვერტიკალი დაწყებული ეპიდემიოლოგითა და ექიმით, გაგრძელებული დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ამ ყველაფერში და ასევე საქართველოს მთავრობით, პირადად გიორგი გახარიათი, რომელმაც გარკვეული დროის წინ, ორი კვირის წინ, თავის ხელშია იღო პირდაპირი მმართველობა ამ პრეკრიზისული სიტუაციის. მისი ინტერვენციები აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფო.

„ახლა რამ განაპირობა სიკვდილობის მცირე რიცხვი. სამი პაციენტია გარდაცვლილი. ერთი პაციენტის გარდაცვალების განხილვა ხდება მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოებში ეს არის ათასობით და ათეულ ათასობით. ეს განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს სწორმა პოლიტიკამ და საქართველოს კლინიკური სექტორის მაღალმა პროფესიონალიზმმა და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად თავგანწირვამ. თქვენ ხედავთ ჩვენი საავადმყოფოს მაგალითზე, ასეა მთელ საქართველოში, მადლობა გორს, შესანიშნავად მუშაობს, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, საჩხერე და სხვები. ჩვენ თავის დროზე ყველაზე ადრე გამოვიყენეთ ყველაზე მოწინავე მეთოდები, რომელიც შემდგომში აღიარებულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტის და ამერიკის წამლის ადმინისტრაციის მიერ, ჩვენ ამას ვხმარობდით ერთი კვირით ადრე. ასევე, გვქონდა ინოვაციური მიდგომები სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მიმართ. მაქსიმუმი კეთდება თითოეული ავადმყოფისთვის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.