თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის გადატანის შემდეგ რაიმე სერიოზული კლინიკური დაზიანებებით ჩვენთვის არავის მოუმართავს
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის გადატანის შემდეგ რაიმე სერიოზული კლინიკური დაზიანებებით ჩვენთვის არავის მოუმართავს

ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა კვლევა, ტოვებს თუ არა კორონავირუსი კვალს ადამიანის ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, აღნიშნული კვლევა გეგმაში არის. მისივე თქმით, ეს დაკავშირებულია დამატებით ფინანსურ შესაძლებლობებთან.

ამასთან, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, კოვიდის გადატანის შემდგომ რაიმე სერიოზული კლინიკური დაზიანებებით მათთვის არავის მიუმართავს.

„თვითონ კოვიდის მართვა, დიაგნოსტიკა და უფასო მკურნალობა სახელმწიფოს ძვირი უჯდება და გამოჯანმრთელებულები, რომლებსაც არაფერი არ აწუხებთ, ყველა მათგანი რომ ხელახლა გამოვიძახოთ, გამოვიკვლიოთ, ეს სერიოზულ ორგანიზაციულ და ფინანსურ რესურს მოითხოვს. ბევრი გამოჯანმრთელებული არც ამჟღავნებს სურვილს, რომ ითანამშრომლოს, რადგან ამბობს, კარგად ვარ და რა გინდათ ჩემგან, მაგრამ ეს მაინც გეგმაში გვაქვს.

მსოფლიოში დაიდო უკვე კვლევები, რომ ეს დაავადება ტოვებს სერიოზულ კვალს ადამიანის ჯანმრთელობაზე ცალკეული ორგანოების დაზიანების მხრივ. პირველ რიგში, სახელდება ფილტვები, თავის ტვინი, სისხლძარღვები და სხვა. ჩვენ ამ გამოკვლევებს აუცილებლად ჩავატარებთ, მაგრამ ჯერ ცოტა დროა გასული. ჩვენთან კოვიდის გადატანის შემდგომ რაიმე სერიოზული კლინიკური დაზიანებებით არავის მოუმართავს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.