თენგიზ ცერცვაძე - ასაკოვანი ადამიანების ტესტირება იქნება სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი ინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე
თენგიზ ცერცვაძე - ასაკოვანი ადამიანების ტესტირება იქნება სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი ინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ასაკოვანი ადამიანების ტესტირება იქნება სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში „კოვიდ“ ინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება.

„რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივაზე იყო საუბარი. მინისტრმა გაახმოვანა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება და პირველ რიგში, იმ ადგილებში, სადაც ასაკოვანი ადამიანები კომპაქტურად ცხოვრობენ. როგორც შევთანხმდით, ეს ღონისძიება გატარდება დაუყონებლივ, რაც წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება საქართველოში „კოვიდ“ ინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.