თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციაზე ასაკობრივი ზღვარი მოიხსნას
თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციაზე ასაკობრივი ზღვარი მოიხსნას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს ან საერთოდ მოიხსნას.

„ორი საბჭოა – ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არც ერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს გამორიცხული არ არის – შესაძლოა, ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნა, შესაძლოა, იყოს გახსნილი, საყოველთაო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

პირველ ეტაპზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გათვლილი იყო სამედიცინო პერსონალისთვის, როგორც ყველა დიდი რისკის ჯგუფისთვის, თუმცა ვაქცინაციის პროცესში პასიურობის გამო, აცრის საშუალება მიეცათ 65 წელს ზემოთ პირებსაც. ამასთან, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის.