თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პიკურ პერიოდში ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა განახევრდა
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პიკურ პერიოდში ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა განახევრდა

კორონავირუსის პიკურ პერიოდში საქართველოში ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა განახევრდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“.

მისივე განმარტებით, საქართველოში პანდემიის დროს, პიკურ პერიოდში ელიმინაციის პროგრამაში სულ 1200 კაცი ჩაერთო.

„ადრე ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის პიკი იყო, რამდენიმე ათასი ერთვებოდა ყველა თვეში, მაგრამ ბოლო პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად დიდი მასა განიკურნა უკვე პაციენტებისა და მხოლოდ აქტიური მოძიების ხარჯზე არსებული პაციენტები ერთვებიან პროგრამაში, დაახლოებით, 1000-1200 კაცი ერთვებოდა ყოველ თვეში ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში. ჩვენ გუშინ დავითვალეთ და მარტი-აპრილის განმავლობაში, როცა საქართველოში კოვიდის პიკი იყო, სულ ჩაერთო 1200 კაცი. ანუ, განახევრდა ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.